სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ, ნაზი ზაალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
მოსწავლეები გაეცნენ წიგნების შექმნის უძველეს ტრადიციებს, ნახეს სხვადასხვა დროს შექმნილი უძველესი ხელნაწერები, ჩაერთნენ სახალისო აქტივობაში და ააწყვეს ფაზლი – საქართველოს რუკა.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მასპინძლობისთვის და ნაზი ზაალიშვილს საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.


