კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

მე-8 კლასის მოსწავლეები Genius Olympiad-ზე

საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაზე Genius Olympiad მეწარმეობის კატეგორიაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქეთი ვალაშვილმა, ანი ქურდიანმა და თორნიკე ირემაძემ.

მათ წარმატებით წარადგინეს ორი ძალიან საინტერესო პროექტი. პირველი ულტრაბგერითი ჰიდროპონიკა,რომელიც არის STEM-ის პროექტი, სადაც ინტეგრირდება საბუნებისმეტყველო საგნები: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკა და ტექნოლოგიები. მეორე პროექტი კი – საკვების ნარჩენის გადამუშავებას ეხება (LostBites).

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მოსწავლეებს წარმატებული ასპარეზობისათვის. ასევე, მადლობა უხდის მასწავლებლებს: როზა წიკლაურს, ნანა ბარიშვილს, ლალი პაჭკორიასა და მარიამ ხაჩიძეს პროექტის განხორციელებისათვის.