სკოლა პოლიგლოტის მე-9 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, ალგეთის წყალსაცავისა და ეროვნული პარკის მოსანახულებლად სასწავლ შემეცნებითი პროექტით: ,,საქართველოს დაცული ტერიტორიების როლი ტურიზმის მდგრადი განვითარების მიმართულებით“.
ეროვნული პარკის თანამშრომლებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს ლექცია, გააცნეს დაცული ტერიტორიის როლი რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში, გამართეს დისკუსია და უპასუხეს მათთვის საინტერესო შეკითხვბს. ასევე, მოსწავლეებმა მოინახულეს მანგლისის ჯვარ-გუმბათოვანი მე-5 საუკუნის და შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ექსკურსიის ორგანიზატორებს: გეოგრაფიის პედაგოგ ნინო წამალაშვილს, ისტორიის მასწავლებელ თინათინ დორეულს და კლასის დამრიგებელ ნინო გოგოლაძეს, ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.





