კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მე-9 კლასის ვიზიტი პარლამენტში

სკოლა პოლიგლოტის მე-9 კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, ხატია ჭილავასთან ერთად საქართველოს პარლამენტს, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრნენ.

მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ საქართველოს პარლამენტის ისტორიას, სტრუქტურასა და ფუნქციებს. მათ დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია კანონების მიღების პროცესის, კომიტეტების როლისა და პარლამენტის წევრების საქმიანობის შესახებ.

ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო იმიტირებული საკომიტეტო სხდომა. თითოეულმა მოსწავლემ თავი იგრძნო საკომიტეტო სხდომის ნამდვილ მონაწილედ. ისინი პრაქტიკულად გაეცნენ კანონშემოქმედებითი პროცესის სირთულეებსა და მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გამოავლინეს საკითხის ღრმა ცოდნა, კრიტიკული აზროვნებისა და დისკუსიის უნარები.

ვიზიტმა ნათლად დაანახა მათ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა ქვეყნის მართვაში და როგორი საპასუხისმგებლოა პარლამენტის წევრების საქმიანობა.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ხატია ჭილავას ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის ორგანიზებისათვის.