კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

მე-9 კლასის პროექტი

ერეკლე მეფე, მისი ღვაწლი , ისტორიული გადაწყვეტილება, კრწანისის ბრძოლა, ნ. ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა“

სკოლა ,,პოლიგლოტში“ , მე-9 კლასში, განხორციელდა პროექტი ისტორიასა და ქართულ ლიტერატურაში თემაზე: : ერეკლე მეფე, მისი ღვაწლი , ისტორიული გადაწყვეტილება, კრწანისის ბრძოლა, ნ. ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა“.

პროექტის ხელმძღვანელები იყვნენ: ისტორიის პედაგოგი ნაზი ზაალიშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეონა დიასამიძე.

მოსწავლეებმა მსოფლიო კონტექსტში გაიაზრეს საკუთარი ქვეყნის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები . იმსჯელეს, როგორ აისახა კრწანისის ბრძოლა და ერეკლე მეფის გადაწყვეტილება საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ ლიტერატურაში. პროექტი დაასრულეს ღია – ინტეგრირებული გაკვეთილით, სადაც შეაჯამეს მუშაობა და გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ქართული ეროვნული სატკივარისადმი. დიდი მადლობა ორგანიზატორებს მეტად მნიშვნელოვანი და ემოციებით დატვირთული პროექტისათვის.