სკოლა პოლიგლოტის მე-9 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო გოგოლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ავერსის საწარმოში ძალიან საინტერესო პროექტის ფარგლებში: ,,ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე”.
ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის წარმოების პროცესის გაცნობა. მათ ისწავლეს როგორ მიმდინარეობს საწარმოში ნედლეულის კონტროლი, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი.
მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს პროფესიულ ორიენტაციას და მოსწავლეებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაზრდას.



