კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

მინიკონფერენცია თემებზე: ,,ჰაერი“ და ,,წყალი-სიცოცხლის საწყისი“

სასკოლო პროექტ ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარების“ ფარგლებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ინიციატივით სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა-ბ) კლასებში ჩატარდა მინიკონფერენცია თემებზე: ,,ჰაერი“ და ,,წყალი-სიცოცხლის საწყისი“.

მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა თემაზე, შექმნეს სასკოლო პლაკატები, Power Point-ის გამოყენებით გააკეთეს პრეზენტაციები და გამოუშვეს ხელნაწერი წიგნები. წიგნები გააფორმეს ვიზუალურად, აკინძეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები.

კონფერენციაზე განხილული იყო შემდეგი თემები:

🔸წყალი და გეოგრაფია, რომლის დამუშავებაშიც მოსწავლეებს დაეხმარა გეოგრაფიის მასწავლებელი ნინო წამალაშვილი;

🔸წყალი და მათემატიკა, რომლის მომზადებაშიც მონაწილეობა მიიღო მათემატიკის მასწავლებელმა ნინო დაუშვილმა;

🔸წყალი და ლიტერატურა – ამ თემის მომზადებაში მოსწავლეებს დაეხმარა ქართული ენის მასწავლებელი მელანო ჩოკორაია;

🔸წყლის ფიზიკური თვისებების, რომლის დამუშავებაში მონაწილეობა მიიღო ფიზიკის მასწავლებელმა ლალი პაჭკორიამ.

მოსწავლეებმა, ასევე, მოამზადეს თემები: ნაკურთხი წყალი, მინერალური წყლები, თერმული წყლები, წყლის ქიმიური თვისებები და თავისებურებანი, წყლის მნიშვნელობა, ჰაერის გამოყენება, ჰაერის შემადგენელი აირები, წყლისა და ჰაერის დაბინძურების ფაქტორები და სისუფთავის პრევენციული ღონისძიებები, ფოტოსინთეზი, წყალი და კატასტროფები, ამაზონის ტყეები, როგორც დედამიწის ფილტვები და სხვა.

სკოლა პოლიგლოტი დიდი მადლობას უხდის კონფერენციის მონაწილე ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს. განსაკუთრებული მადლობა ღონისძიების ორგანიზატორს ქიმიის მასწავლებელ, მაია აფხაზავას ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.