კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

მიუზიკლი „ სამყაროს შევმატოთ ფერები“

პატარა პოლიგლოტელებმა განაცრისფრებული სამყაროს გაფერადება გადაწყვიტეს. თქვეს და აასრულეს კიდეც!🌟სკოლის ლამაზი დარბაზი ბრჭყვიალა და კაშკაშა ფერებით აფერადდა. 🎨🫶🏻მათი დამრიგებლის, ნინო ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით არაჩვეულებრივი მიუზიკლი „ სამყაროს შევმატოთ ფერები“ წარმოადგინეს. 🎭🎼❤️სამყაროში ურთიერთობები გაუფასურდა. ადამიანებმა გულწრფელი მეგობრობა, თანადგომა და სიყვარული დაივიწყეს. პატარა პოლიგლოტელებმა გამოსავალი იპოვეს და მათ მიერ შექმნილ „იმედის, მშვიდობისა და სიყვარულის ქუჩაზე“ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მოიწვეული სტუმრების როლი მოირგეს, რათა სიხარული და სიყვარული გაეზიაებინათ ერთმანეთისთვის. მაყურებლებმა იმოგზაურეს საინტერესო, ფერადი და სანახაობით სავსე თავგადასავალში, რომელიც შთამბეჭდავი ემოციებით სავსე იყო.

დიდი მადლობა ნინო ოქრუაშვილს ასეთი საინტერესო პერფორმანსისთვის. 🤍🎭🌟🫶🏻✨💫💃🏼🕺🏼❤️📸