კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მოსწავლეები ხელოვნების სასახლეში

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლიტერატურული კლუბის წევრები ხელმძღვანელთან, მელანო ჩოკორაიასთან, ერთად ხელოვნების სასახლეში-საქართველოს თეატრის,მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა მოისმინეს შენობის აგების ისტორია, რომლის თანახმადაც გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგელმა ეს სასახლე თავის დიდ სიყვარულს, აგრაფინა ჯაფარიძეს აუშენა. ლიტერატურული კლუბის წევრებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნულ ფონდში დაცული ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის ხელნაწერები, ზაქარია ფალიაშვილისა და ვანო სარაჯიშვილის პირადი არქივი, ხელნაწერი პიესები, აფიშები,თეატრალური და კინო კოსტიუმები,ეროვნული სამოსის დარბაზი, უნიკალური ექსპონატები,ფერწერული ტილოები და გრაფიკული ნამუშევრები,საიდუმლო ოთახი. სასახლეში მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იყო გამოფენა ,,თოჯინების ჯადოსნური ამბავი”. ექსპოზიაცში წარმოდგენილი იყო 60-მდე ხელნაკეთი და უნიკალური თოჯინა.

სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის ხელოვნების სასახლეს გულთბილი მასპინძლობისთვის და ჩვენს ეროვნულ საგანძურზე, ასეთი განსაკუთრებული ზრუნვისთვის. ასევე, მადლობა მელანო ჩოკორაიას ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის ორგანიზებისათვის.