კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

მუსიკის ღია გაკვეთილი მე-5(ა) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-5(ა) კლასში მუსიკის მასწავლებელმა თამთა ცანავამ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,სიმფონიური ზღაპარი”.

გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეები გასცნობოდნენ რომანტიზმის ეპოქაში მოღვაწე კომპოზიტორის, სერგეი პროკოფიევის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. შეესწავლათ მის მიერ შექმნილი ზღაპრის ,,პეტრე და მგლის“ შინაარსი, მოქმედი პერსონაჟები და მოესმინათ ის კლასიკური საკრავები, რომლითაც კომპოზიტორმა გადმოსცა ზღაპრის პერსონაჟების ხასიათი და განწყობა. ასევე გაეცნენ სიმფონიური ორკესტრის შემადგენელ მუსიკალურ საკრავთა ჯგუფებს, დაასახელეს თითოეული და აღწერეს მათი ტემბრალური თუ ვიზუალური მხარე.

მოსწავლეებმა მეტი მრავალფეროვნებისთვის, გაკვეთილზე შეასრულეს აფრიკულ რიტმებზე აგებული მუსიკალური აქტივობა, რითაც წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები, მათთვის უჩვეულო და ამავდროულად საინტერესო მუსიკალურ მიმდინარეობაში.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამთა ცანავას ასეთი საინტერესო გაკვეთილისათვის.