კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

მწერალ თამარ გეგეშიძის ვიზიტი სკოლა პოლიგლოტში

სკოლა პოლიგლოტს თანამედროვე ქართველი მწერალი თამარ გეგეშიძე სტუმრობდა, შეხვედრა ლიტერატურული კლუბის ინიციატივით ჩატარდა.

მწერლის ლიტერატურული დებიუტი შედგა 2018 წელს საყმაწვილო რომანით ,,სული-ჩიტი”, რომელმაც გამოსვლისთანავე დაიპყრო მკითხველთა გულები. მას ასევე ეკუთვნის რომანი ,,საშლელები”, რომელიც 2020 წელს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელმა ასოციაციამ წლის ბესტსელერად გამოაცხადა.

ლიტერატურული კლუბის წევრებმა მწერალს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს, პრეზენტაციები წარუდგინეს, ღონისძიების ბოლოს კი მწერალმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა.

სკოლა პოლიგლოტი და ლიტერატურული კლუბი განსაკუთრებულ მადლობას უხდის თამარ გეგეშიძეს სტუმრობისთვისა და საინტერესო შეხვედრისთვის.