კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

მხიარული სტარტები

სკოლა პოლიგლოტში მიმდინარეობს შიდა სასკოლო სპორტული შეჯიბრებები.

ამ ღონისძიების ფარგლებში, დაწყებითი განათლების კათედრაზე, გაიმართა მე-4 კლასის მოსწავლეების ტურნირი მხიარულ სტარტებში. ტურნირზე ბავშვებს გულშემატკივრობდნენ მშობლები, კლასის დამრიგებლები და კათედრის წარმომადგენლები.

ტურნირის ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული მე-4 (ბ) კლასი. სკოლა პოლიგლოტი ულოცავს მათ ამ გამარჯვებას და მომავალშიც უსურვებს წარმატებებს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობა უხდის სპორტის მასწავლებლებს: პედაგოგებს, ქალბატონ ნანა მაჩაიძესა და ბატონ მამუკა წიკლაურს, ასეთი საინტერესო ტურნირის ორგანიზებისათვის. ასევე, მშობლებს და ყველა ჩართულ მასწავლებელს მხარდაჭერისათვის.