კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

,,პი” რიცხვისადმი მიძღვნილი ღონისძიება

28 მარტს, სკოლა პოლიგლოტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების კათედრის წევრებმა, მათემატიკის მასწავლებლებმა ნინო დაუშვილმა და ზურა შუბითიძემ ჩაატარეს ,,პი” რიცხვისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები.

ღონისძიების ფარგლებში ისაუბრეს „პი“ რიცხვის ისტორიაზე, მის როლზე ცხოვრებაში, არქიტექტურაში, კულტურაში.  დამსწრე მე-7 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ამ რიცხვთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციები ჩატარდა სხვადასხვა ენაზე(ქართული, ინგლისური, რუსული) და დატვირთული იყო უამრავი საინტერესო აქტივობით. მათ შორის ერთ-ერთი კონკურსის, რომელიც მოიცავდა „პი“ს რიცხვების გამოცნობას, გამარჯვებული გახდა მე-11 კლასის მოსწავლე დავით მოსიაშვილი.

მადლობა მასწავლებლებს და მოსწავლეებს ასეთი საინტერესო ღონისძიებისათვის.