კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

პოლიგლოტელი მოჭადრაკეების მორიგი წარმატება!

სკოლა “პოლიგლოტში” ყველა პირობაა შექმნილი მოჭადრაკეთა დაოსტატებისათვის! ♟️🏆

13, 14 მაისს პოლიგლოტელები ჭადრაკის სასახლეში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირში იღებდნენ მონაწილეობას. უფროსების ჯგუფში მესამე კლასელი ვაჟა ხელაშვილი იბრძოდა, უმცროსების ჯგუფში კი 6 ნიჭიერი პირველკლასელი ჩაერთო და წარმატებულადაც იასპარეზეს: ალექსანდრე სართანიამ, აბო წულაიამ, ნუცი ბუქურმა, საბა შაყულაშვილმა, და ძმებმა ალექსი და მაქსი ლუჩაკებმა. ნატალია მესხის შეგირდებმა კარგი სატურნირო გამოცდილება მიიღეს, ამაღლდა მათი მოტივაცია, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და მოუთმენლად ელიან მორიგ გამოწვევებს!🥰🏆♟️🌟✨🫶🏻