კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

“პოლიგლოტის” პედაგოგები შვედეთში

სკოლა ,,პოლიგლოტმა“ შვედეთში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში. შპს ,,პოლიგლოტის“ დირექტორის, ქალბატონი მზია დაუშვილის, ფინანსური მხარდაჭერითა და ინიციატივით ინგლისური ენის ორი პედაგოგი სალომე ქერაშვილი და მერი ციმაკურიძე პროაქტივჯგუფის წარმომადგენელ ცოტნე ყალიჩავასთან ერთად იმყოფებოდნენ შვედეთში, ქალაქ ლიმერიდში, რვადღიან ტრენინგზე. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ ჩაუტარდათ მნიშვნელოვანი და პროდუქტიული სწავლება სხვადასხვა განხრით. ახალგაზრდა პედაგოგებისთვის საინტერესო იყო არაფორმალური განათლების ფორმები და მეთოდები, ლიდერობა, გუნდური მუშაობა. სხვა თემებთან ერთად ჩატარდა ინტერკულტურული ღონისძიებები. მონაწილეები მადლობას უხდიან პროაქტივ-ჯგუფის ხელმძღვანელს გიორგი აგირბაიას ამ შესანიშნავი პროექტისათვის და მომავალშიც აქტიურად ჩაებმებიან მათ მიერ შემოთავაზებულ საინტერესო პროექტებში.