კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

პროექტი: ,,მწვანე ჰანგები ლიტერატურაში’’

სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრებმა სასკოლო პროექტის ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარების’’ ფარგლებში განახორციელეს პროექტი: ,,მწვანე ჰანგები ლიტერატურაში’’.

აღნიშნულ თემაზე ჩატარდა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე-7(ა) კლასისა და მე-8 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, მათ დაამუშავეს და წარმოადგინეს შემდეგი საკითხები: ასტრიდ ლინდგრენის ,,პეპი გრძელიწინდა’’- ყვავილების მოვლა და მორწყვის საკითხი- რეკომენდაციები; სენტ-ეგზიუპერის ,,პატარა პრინცი’’ და ბაობაბები’’ . ,,პატარა პრინცი’’ და გაუდაბნოება, რადიარდ კიპლინგის ,,მაუგლი’’ და მგლის როლი გარემოში, ,,მაუგლი’’ და ტყის რესურსები, ვაჟა-ფშაველა და ბუნება (ზოგადი მიმოხილვა) ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი’’, რევაზ ინანიშვილის ,,ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი’’.

აღნიშნული ტექსტები განიხილეს, როგორც ლიტერატურული, ასევე ეკოლოგიური კუთხით.

წარმოადგინეს ცნობილი პოეტების ლექსები, რომლებიც გარემოს დაცვის საკითხებს ეძღვნება.

კონფერენციის მიზანი იყო განგვეხილა, თუ როგორ აისახება და გამოიხატება ბუნება, გარემოსდაცვითი საკითხები, ეკოლოგიური პრობლემები და გამოწვევები ლიტერატურაში და როგორ შეუძლია ლიტერატურას გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

ლიტერატურულ კლუბში ვიკვლევთ, როგორ ჟღერს ბუნების ხმა მწერლებისა და პოეტების ენით, რა ჰანგებით გადმოგვცემს ბუნება საკუთარ ამბავს და როგორ შეგვიძლია ჩვენ, მკითხველებს, მისი გულშემატკივრები ვიყოთ — სიტყვით, ფიქრითა და მოქმედებით.

ლიტერატურული კლუბი განსაკუთრებულ მადლობას უხდის კონფერენციის ყველა მონაწილეს ასეთი საინტერესო და აქტუალური საკითხით დაინტერესებისთვის, გაწეული შრომისთვის, აქტიური ჩართულობისთვისა და გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის.