კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

პროფესორ ცირა ბარბაქაძის საჯარო ლექცია: „ციფრული სამყარო და ახალი პროფესიები“

29 თებერვალს, სკოლა „პოლიგლოტში“ არაფორმალური განათლების ფარგლებში ჩატარდა პროფესორ ცირა ბარბაქაძის საჯარო ლექცია – ციფრული სამყარო და ახალი პროფესიები.

ციფრულმა ეპოქამ ადამიანი უამრავი გამოწვევის წინაშე დააყენა. ცვლილებები შეეხო პროფესიებსაც.  ქრება ტრადიციული პროფესიები და, ამავე დროს, უამრავი ახალი პროფესია ჩნდება. ხელოვნური ინტელექტი ახალ შესაძლებლობებსაც გვთავაზობს.

იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროთ მომავალი, ჯერ უნდა ვიცოდეთ,  რა არჩევანი გაქვს, შემდეგ – რას ვირჩევთ, რა უნარები გვაქვს და რის შეძენა გვჭირდება, რომ მივაღწიოთ მიზანს.

ციფრულ ეპოქაში და მუდმივად ცვალებად გარემოში პროფესიის არჩევა აღარ ეფუძნება ტრადიციულ გაგებას;

ახალ სამყაროში პროფესიის არჩევის საფუძველია:

  • მსოფლმხედველობის და ღირებულებების ფორმირება;
  • მოსწავლეთა მუდმივად ცვალებადი ინტერესების და უნარების კვლევა;
  • ახალი უნარების განვითარება;
  • ციფრული სამყაროს ახალი პროფესიების ცოდნა;
  • არჩევანის თავისუფლება;

ლექციის ფარგლებში სწორედ ამ და სხვა საკითხებზე მოსწავლეებთან საინტერესო დისკუსია გაიმართა. ასევე განიხილეს პროფესიის არჩევის იკიგაის იაპონური მეთოდი – რომელიც ცხოვრების საზრისის პოვნას ეფუძნება.