კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

საახალწლო მიუზიკლი ,,საახალწლო კარნავალი ზღაპრის პერსონაჟებთან ერთად”.

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის მასწავლებელ, სოფო მუმლაძესთან ერთად დადგეს საახალწლო მიუზიკლი ,,საახალწლო კარნავალი ზღაპრის პერსონაჟებთან ერთად”.

ბავშვებმა იმოგზაურეს ზღაპრების სამყაროში, იმღერეს სიმღერები და ცეკვითაც გაახალისეს აუდიტორია. ეს იყო ძალინ მხიარული, სათავგადასავლო, თბილი და გულწრფელი ემოციებით სავსე წარმოდგენა. მიუზიკლში მოსწავლეებმა დიდი მონდომებით გააცოცხლეს ზღაპრის პერსონაჟები.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო მუმლაძეს საინტერესო საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის, მოსწავლეებს დიდი მონდომებისათვის და მშობლების აქტიური ჩართულობისთვის.