სკოლა პოლიგლოტის მე-2(ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მაია ხუტუნიშვილთან ერთად წარმოადგინეს საახალწლო ღონისძიება – „ელფების დიდი ჯადოქრობა“.
სცენარის მიხედვით, პატარა ელფები დიდი დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, თუმცა მოულოდნელმა ამბავმა ყველაფერი შეცვალა — სანტა ცუდად გახდა და სათამაშოების დამზადება-დარიგება ელფებს დაევალათ. დროის სიმცირის გამო მათ დროის ელფებს სთხოვეს დახმარება და ლექსების, სიმღერების, ცეკვისა და მხიარული ეპიზოდების დახმარებით დროის შეჩერებაც კი შეძლეს. მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და სიხარულით შექმნეს ნამდვილი საახალწლო განწყობა და მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაია ხუტუნიშვილს საინტერესო ღონისძიებისთვის, მოსწავლეებს მონაწილეობისთვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.