კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

საახალწლო ღონისძიება ,,შობის ჯადოსნური ღამე”

სკოლა პოლიგლოტის მე-4(ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ ჯანხოთელთან ერთად წარმოადგინეს საახალწლო ღონისძიება, სახელწოდებით ,,შობის ჯადოსნური ღამე”.

მოსწავლეებმა ისაუბრეს შობის სასწაულზე, ნაძვის ხის მორთვის ტრადიციაზე, წარმოაჩინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის განსხვავებული საახალწლო სამზადისი. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ცეკვები და საახალწლო სიმღერები.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ ჯანხოთელს ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის. ასევე, მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს, ინგლისური ენის მასწავლებელს მირანდა ხუსკივაძეს, ფრანგული ენის მასწავლებელ გვანცა არაბულს და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.