კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა -მარო მაყაშვილის ცხოვრებაზე

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრებმა მე-6 კლასის მოსწავლეებთან და კლუბის ხელმძღვანელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად ჩაატარეს საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა მარო მაყაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და იმ ახალგაზრდების გმირობის დაფასება, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს.

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ერთობლივად წაიკითხეს წიგნი „დიდი ქართველები -მარო მაყაშვილი“, გაეცნენ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებსა და საზოგადოებრივ საქმიანობას. ასევე, უყურეს მცირე დოკუმენტურ ვიდეორგოლს 1921 წლის მოვლენების შესახებ.

ლიტერატურული კლუბი მადლობას უხდის დამრიგებლებს: ნინო ოქრუაშვილსა და სოფო დვალიშვილს მხარდაჭერისთვის, ხოლო მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის.