სკოლა პოლიგლოტის მორიგი საერთაშორისო წარმატება
როგორც უკვე იცით, სკოლა პოლიგლოტში მიმდინარეობდა eTwinning-ის 2 საერთაშორისო პროექტი: “Green Developers” და “Mosaic of Different Cultures: Cultural Exchange with eTwinning”, რომელსაც ინგლისური ენის მასწავლებელი
სალომე ბოხუა ხელმძღვანელობდა.
ამ პროექტების ფარგლებში განხორციელდა არაერთი აქტივობა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩვენი მოსწავლეები ჩართულნი.
გვინდა დიდი სიამაყით გითხრათ, რომ ორივე პროექტმა მიიღო როგორც ეროვნული, ასევე ევროპული ხარისხის ნიშანი და განთავსდება ევროპული სკოლის განათლების პლატფორმაზე. ეს ყველაფერი კი იმას ადასტურებს, რომ ყველა ჩატარებული აქტივობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
სკოლა პოლიგლოტი ულოცავს სალომე ბოხუასა და მის მოსწავლეებს ამ განსაკუთრებულ წარმატებას.

