კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

სასკოლო პროექტი – ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარება“

თანამედროვე მსოფლიოში რესურსების გადამეტებული მოხმარების, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდისა და გარემოსადმი მომხმარებლური დამოკიდებულების გამო არაერთი პრობლემა წარმოიშვა. რის გამოც გაეროს მიერ შემუშავდა მდგრადი განვითარების 17 მიზანი.

აღსანიშნავია, რომ სკოლა პოლიგლოტში 2024-2025 სასწავლო წელს მიმდინარეობს სასკოლო პროექტი – ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარება“ გეოგრაფიის მასწავლებლის, ნინო წამალაშვილის, ხელმძღვანელობით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სკოლა ,,პოლიგლოტის“ ეკოკლუბ ,,კირბების“ წევრებმა მიზანი 15-ის შესწავლით აიმაღლეს ცნობიერება ხმელეთის ეკოსისტემების დაცვის, აღდგენის, მდგრადი განვითარების, ტყის მდგრადი მართვის, გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერებისა და აღდგენა – გაუმჯობესების მიმართულებით. რადგან 3 მარტი არის ველური ბუნების დაცვის მსოფლიო დღე, მის აღსანიშნავად ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს კონფერენცია.

კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები:

🔹არქტიკა – ლუკა სამხარაძე;

🔹ანტარქტიდა – ნინი ოკოშვილი და ანი ქურდიანი;

🔹 ამაზონის ტროპიკული ტყეები – ქეთი ვალაშვილი, ანუკი მიქელაძე და ანასტასია მაისურაძე;

🔹უდაბნო და გაუდაბნოება- ელისაბედ კვერცხიშვილი;

ასევე, ქეთევან მღებრიშვილმა და ქეთი ვალაშვილმა გამოსცეს კედლის გაზეთები, რომლებშიც ასახეს აღნიშნული ეკოსისტემები პრობლემებთან ერთად. ღონისძიების წამყვანი გახლდათ ლევან კვირკვაია. კონფერენციაზე ასევე ისაუბრეს პოლარული დათვის მსოფლიო დაცვის დღეზე, რომელიც აღინიშნება 27 თებერვალს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო წამალაშვილს საინტერესო კონფერენციის ჩატარებისათვის.