277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

3b2cfb4d-b181-46c4-ad86-71b8ca413c03
image00011
image00013
image00013
att
att(4)

სასკოლო პროექტი: „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“

2025-2026 სასწავლო წელს სკოლა პოლიგლოტში ჩატარდა სასკოლო პროექტი : „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“, რაშიც აქტიურად ჩაერთნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

პროექტის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებს შეესწავლათ მედიცინის განვითარების გზა ხალხური მეთოდებიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე, გაეაზრებინათ მეცნიერების სხვადასხვა დარგის როლი ამ პროცესში და გაეგოთ, თუ როგორ იქმნება თანამედროვე მედიკამენტები.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

• IX კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ „ავერსის“ საწარმოში, სადაც ადგილზე გაეცნენ მედიკამენტების დამზადების სრულ პროცესს, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური ანალიზის ჩატარების პრინციპებს, ასევე პროდუქციის შეფუთვა-შენახვის სტანდარტებსა და პირობებს.

• XI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, სადაც ბატონმა კოკა კაჭარავამ მათთვის ჩაატარა საინტერესო ვორქშოპი თემაზე – „წამლის მოგზაურობა ორგანიზმში“.

• ჩატარდა მასშტაბური სასკოლო კონფერენცია თემაზე: „ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე“. კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი. პრეზენტაციები გააკეთეს მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნის ფარგლებში, კერძოდ: ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, ქართულ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, სამოქალაქო განათლებაში, ფრანგულსა და ინგლისურ ენაში.

 სკოლა პოლოგლოტი მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელს, ქიმიის მასწავლებელ, ნანა ბარიშვილს, პროექტში მონაწილე ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს, საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელებისათვის.