კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

სკოლა პოლიგლოტის მასწავლებლები დაესწრნენ ტრენინგს -„საგანმანათლებლო ლიდერობა სკოლაში“

სკოლა პოლიგლოტის მასწავლებლები თეა ჯაღიაშვილი, თამარ რიჟამაძე, ანუკი ლაბაძე და ნათია ქანთარია დაესწრნენ SEU-ში მასწავლებლებისათვის გამართულ ტრენინგს, თემაზე: „საგანმანათლებლო ლიდერობა სკოლაში“.

ტრენინგი ჩაატარა ირინა აბულაძემ, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ასოცირებულმა პროფესორმა, USAID-ი განათლება მომავლისთვის პროგრამის დირექტორის მოადგილემ.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა:

  • საგანმანათლებლო ლიდერობის კონცეფცია და თეორიული ჩარჩო;
  • თანამშრომლობა სკოლის განვითარებისთვის, შესაძლებლობები და გამოწვევები;
  • საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობა ეროვნული პოლიტიკის დანერგვაში.

მადლობა SEU-ს ასეთი საინტერესო ტრენინგის ორგანიზებისათვის.

ჩვენს მასწავლებლებს ვუსურვებთ წარმატებებს.