კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

სკოლა „პოლიგლოტს“ ეწვია მწერალი და საზოგადო მოღვაწე დათო ტურაშვილი

2017 წლის 3 თებერვალს სკოლა „პოლიგლოტს“ ეწვია მწერალი და საზოგადო მოღვაწე დათო ტურაშვილი. საინტერესო , სასიამოვნო და დაუვიწყარი შეხვედრა გაიმართა. დათო ტურაშვილმა ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე, შემოქმედებაზე , საზღვარგარეთ მოგზაურობასა და იქ მიღებულ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებზე. ბატონი დათო ასევე ესაუბრა მოსწავლეებს კითხვის მნიშვნელობასა და წიგნის სიყვარულზე ,რაც განათლებისა და სულიერების მთავარი კომპონენტია . მწერალმა უპასუხა ბავშვების შეკითხვებს, გადაიღო სამახსოვრო სურათები და დატოვა ავტოგრაფები.

ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფი. სკოლის დირექტორმა მზია დაუშვილმა მადლობა გადაუხადა მწერალს მობრძანებისთვის და საინიციატივო ჯგუფის ეს პროექტი მოიწონა . მან აღნიშნა , რომ სკოლა „პოლიგლოტში“ ყოველთვის იყო და იქნება პრიორიტეტული წიგნის კითხვა, სწორედ ამიტომაც ტარდება სკოლაში სხადასხვა ენაზე მკითხველთა კონფერენცია და ჩვენს სკოლაში იზრდებიან განათლებული ახალგაზრდები .