კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა?!”

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, მანანა ჭანტურიძესთან ერთად მშობლებს დედის დღე მიულოცეს. დადგეს სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა?!” “იავნანა” ხომ დედაშვილობის ჰიმნია, დედისა და შვილის უანგარო სიყვარულის ამოძახილი.

ბავშვებმა სამსახიობო ნიჭი, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. მონაწილეებმა სპექტაკლზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს – იცეკვეს, იმღერეს. ღონისძიებაში მშობლებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც თავიანთ შვილებთან ერთად იმღერეს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მანანა ჭანტურიძეს ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის. ასევე მადლობა მუსიკის მასწავლებელ, ანი ზაზაშვილს და ხელოვნების მასწავლებელ, სოფიო ლიჩელს გაწეული დახმარებისთვის. აგრეთვე გვინდა გამოვყოთ, მშობლების აქტიური ჩართულობა და გვერდში დგომა.