კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

სტუმრად ხელოვნების მუზეუმში

სკოლა „პოლიგლოტის“ მე-8 კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგ ქეთევან მაისურაძესთან ერთად ეწვივნენ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს, სადაც ჩაერთნენ საგანმანთლებლო პროგრამაში „აღმოაჩინე შენი მხატვარი.“ პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ XX საუკუნის ქართულ მხატვრობას, მათთვის უცნობ თანამედროვე ქართველ მხატვრებს, მათ სტილს, ისტორიულ პერიოდებს და აითვისეს ხელოვნებაში დანერგილი საკვანძო სიტყვების მნიშვნელობა. მოსწავლეებმა მოინახულეს მხატვრების: ნათელა იანქოშვილის, ირაკლი ფარჯიანის, აპოლონ ქუთათელაძის, ლევან ცუცქირიძის, ესმა ონიანის, ანა შალიკაშვილის,ლევან ჭოღოშვილის და სხვა ქართველ მხატვართა შემოქმედება. მოსწავლეები ინფორმაციის მიღების გარდა ჩაერთნენ საგანმანათლებლო და ანალიტიკურ თამაშებში. მუზეუმში ვიზიტი იყო ნაყოფიერი და საინტერესო.

დიდი მადლობა ხელოვნების პედგოგს ქეთევან მაისურაძეს საინტერესო აქტივობისთვის.