კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

ფრანკოფონიის დღეების დასკვნითი ღონისძიება

27 მარტს, სსიპ ქალაქ თბილისის 23-ე საჯარო სკოლაში გაიმართა ფრანკოფონიის დასკვნითი ღონისძიება.

ღონისძიებას ესწრებოდა ფრანგული რენესანსის პრეზიდენტი საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი მზაღო დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ქალბატონი რიმა ბერაძე, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები- ალ. დიუმას ფრანგული ენის კულტურის ცენტრის დირექტორი ბატონი ფილიპ ტრიუკე და ქალბატონი ქეთევან ქურციკიძე, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლა პოლიგლოტის მე-9 კლასის მოსწავლეები ევამარია ბერიძე და ლიზი ბაშარული, მე-6 კლასის მოსწავლე ბარბარე ქემერტელიძე.

მოსწავლეებმა შეასრულეს ძალიან საინტერესო ნახატები პატარა პრინცის, სალამურას, მომოს ილუსტრაციებით და ნაშრომების შინაარსი წარუდგინეს სტუმრებს ქართულ და ფრანგულ ენებზე.

სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს ირმა ჭანკოტაძესა და გვანცა არაბულს ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წარმატებით მონაწილეობისათვის.