კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

ფრანკოფონიის დღეები ილიაუნიში

24 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით, რენესანსის ფარგლებში, ქალბატონი მზაღო დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით – ,,საქართველო და საფრანგეთი, თბილისი და პარიზი პოეზიაში, მუსიკაში, ფილმებში, მხატვრობასა და ფოტოხელოვნებაში”.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლა ,,პოლიგლოტის” მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა. მათ წარმოადგინეს ქართულ და ფრანგულ ენაზე შესრულებული სიმღერები და ლექსები, ასევე, შეასრულეს ნახატი საქართველოსა და საფრანგეთს შორის მეგობრობაზე. მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს გადაეცათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის. ასევე, მადლობა ფრანგული ენის მასწავლებლებს: ირმა ჭანკოტაძესა და გვანცა არაბულ-გრიგალაშვილს. განსაკუთრებით კი გვინდა გამოვყოთ ჩვენი მოსწავლეები: ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანა გორგაძე, ქეთი ვალარაშვილი, ლუკა ვალაშვილი და ლუკა დოგუზაშვილი.