კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

ფრანკოფონიის ფესტივალის გახსნის ცერემონიალი

26 მარტს, კავკასიის ფრანგულ სკოლაში გაიმართა ფრანკოფონიის ფესტივალის გახსნის ცერემონიალი.

ფესტივალს ესწრებოდა: საფრანგეთის ელჩი – ქალბატონი შერაზ გასრი, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი – ქალბატონი კამილ ნორა, ქეთევან ქურციკიძე-ატაშე ლინგვისტურ და საგანმანათლებლო დარგში, კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორი – კამელ იასილი და სკოლის წარმომადგენლები. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ თბილისისა და საქართველოს სხვა რეგიონების სკოლის მოსწავლეები.

ფრანკოფონიის ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სკოლა პოლიგლოტის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა. მათ წარმოადგინეს სხვადასხვა მუსიკალური ნომრები: გიტარის თანხლებით შეასრულეს ფრანგულ და ქართულ ენებზე სიმღერა ,,სულიკო”, Aux champs Elysées – გიტარაზე შესრულებით, Mon amour, ასევე შეასრულეს ცეკვა აჭარული ფრანგულ-ქართულად შესრულებული სიმღერის ფონზე, რამაც ჟიურისა და იქ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიების ბოლოს დასახელდა ფესტივალში მონაწილე გამარჯვებული სკოლები და სკოლა პოლიგლოტმა დაიმსახურა პირველი ხარისხის სერტიფიკატი ნომინაციაში- „მუსიკალური ინტერპრეტაცია“. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, რამაც მოსწავლეებში დიდი ემოცია და მოტივაცია გამოიწვია.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კავკასიის ფრანგულ სკოლასა და საფრანგეთის საელჩოს ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების განხორციელებისათვის. ასევე, მადლობა ფრანგულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს: ირმა ჭანკოტაძეს და გვანცა არაბულს დიდი შრომისათვის და ფრანკოფონიის დღეებში სკოლის წარმატებული მონაწილეობისათვის.