კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

ქართული ენისა და ლიტერატურის ღია გაკვეთილი მე-2(ა) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-2(ა) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნინო ოქრუაშვილმა, ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: არსებითი და ზედსართავი სახელის გაგება გააზრება.

მოსწავლეებმა გაიხსენეს შესწავლილი მეტყველების ნაწილები. ისაუბრეს არსებითისა და ზედსართავი სახელის შესახებ. ცოდნის განმტკიცების მიზნით, ინტერაქციული აქტივობებით მოსწავლეებმა საინტერესოდ და სახალისოდ გაართვეს თავი დავალებებს. აქტივობები ასევე მოიცავდა შემდეგ თამაშებს: ,, სიტყვების კალათა’’ და ,,დაეხმარე არსებით სახელს იპოვოს შესაბამისი ზედსართავი სახელი’’. Wordwall- ის პლატფორმაზე შექმნილი დავალების დროს კი, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჯგუფური მუშაობის პროცესში.

სკოლა პოლიგლოტი მადლობა უხდის ნინო ოქრუაშვილს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.