კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ექვთიმე თაყაიშვილი – საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი და ღვთისკაცი“

სკოლა პოლიგლოტის მე-9 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ანა ჯავახიშვილმა, ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ექვთიმე თაყაიშვილი – საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი და ღვთისკაცი“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებაზე, სამეცნიერო მოღვაწეობაზე, არქეოლოგიის სფეროში შეტანილ წვლილზე, საქართველოს საგანძურის ისტორიასა და დანიშნულებაზე. გააკეთეს პრეზენტაციები, უყურეს რეზო თაბუკაშვილის ფილმს -,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“, დაწერეს ესე და მისწერეს წერილები ექვთიმე თაყაიშვილს.

გაკვეთილის ფარგლებში ასევე დაგეგმეს ვიზიტი საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოქროს ფონდის დასათვალიერებლად.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქალბატონ ანა ჯავახიშვილს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.