კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

ღია გაკვეთილი თემაზე: “მოფრთხილება უნდა”

სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა) კლასში დამრიგებელმა თამარ რიჟამაძემ სასკოლო პროექტის ფარგლებში და ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ” მოფრთხილება უნდა”.

მოსწავლეებმა განიხილეს ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი, გაანალიზეს თითოეული სტროფი, განმარტეს უცხო სიტყვები და იმსჯელეს რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ჩვენი სამყარო თუ არ გავუფრთხილდებით. ასევე იმუშავეს ჯგუფებში და შექმნეს პოსტერები, რომელიც განათავსეს საკლასო ოთახში.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ორგანიზებისათვის.