კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

ღია გაკვეთილი თემაზე: ,,სიბრძნის მარცვლები”

სკოლა პოლიგლოტის მე-4(ბ) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამარ ჯანხოთელმა, ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,სიბრძნის მარცვლები”.

მოსწავლეებმა გაიაზრეს კითხვის მნიშვნელობა და წინარე ცოდნაზე დაყრდნობით გაიგეს თუ რატომ უნდა შეგროვდეს სიბრძნის მარცვლები?

იმუშავეს ჯგუფებში, შეასრულეს საინტერესო აქტივობები და სხვადასხვა თამაშები: ,,რა დევს მარცვლების ყუთში”; ,,სიბრძნის სამიზნე” და ა.შ. ასევე, იმუშავეს არსებით სახელის ბრუნვასა და ბრუნვის ნიშნების სწორად გამოყენებაზე წინადადებებში, განმარტეს ტექსტიდან უცხო სიტყვები. გაკვეთილი იყო სიღმისეული და მოსწავლეებმა კარგი ცონდა გამოამჟღავნეს.

სკოლა პოლიგლოტი მადლობა უხდის თამარ ჯანხოთელს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.