კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

ღია გაკვეთილი ქართულ ენაში

სკოლა პოლიგლოტის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანა ჯავახიშვილმა მე-8 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი. გაკვეთილის თემა იყო გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა  ,,ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“.

მოსწავლეები გაეცვნენ და გაანალიზეს ლიტერატურული ტექსტი, იმსჯელეს, რამდენად  მოქმედებს მშობლიური ქვეყანა ადამიანის ჩამოყალიბებაზე; შეიძლება თუ არა არსებობდეს ორი სამშობლო, ორი მშობლიური ენა; სამშობლოსადმი ადამიანის სიყვარული  დასამალია თუ პირიქით-საქვეყნოდ გასაცხადებელი.

მასწავლებელმა გამოიყენა როგორც საერთო საკლასო, ისე ჯგუფური მუშაობის მეთოდები, მოსწავლეებს  აჩვენა ნაწყვეტი ამავე სახელწოდების   ტელესპექტაკლიდან.

 მადლობა ქალბატონ ანას ასეთი საინტერესო გაკვეთილისთვის.