კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

ღია გაკვეთილი I (გ)კლასში

სკოლა პოლიგლოტის I (გ)კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მარიამ ხუსკივაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი – ,,ანბანის გაცილება”.

თემატურად მოწყობილ საკლასო ოთახში მოსწავლეებმა შეაჯამეს ნასწავლი მასალა სახალისო აქტივობებით. წაიკითხეს ასო-ბგერებზე ნასწავლი ლექსები და შეასრულეს ანბანზე შექმნილი სიმღერები.

გააკეთეს სავარჯიშოები არსებით სახელებზე; დააჯგუფეს სულიერი და უსულო სახელები, მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის აღმნიშვნელი არსებითი სახელები.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ ხუსკივაძეს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ორგანიზებისათვის.