კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

ღონისძიება ,,ფერთა ფოთოლცვენა”

სკოლა პოლიგლოტის პატარა ხელოვანები მთელი შემოდგომა ემზადებოდნენ ამ დღისათვის.

ჩვენმა მოსწავლეებმა მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად შექმნეს უამრავი საინტერესო და ორიგინაური ნამუშევარი შემდეგ თემებზე: ,,ფერთა ფოთოლცვენა”, ,,დიდი ხელოვანები და მათი პორტრეტები”. სკოლის დარბაზი გაივსო ბუნებრივი, თუ ხელოვნური მასალებისგან შექმნილი საოცარი ნაკეთობებით, ნახატებითა და ნამუშევრებით.

ღონისძიება კი კიდევ უფრო გაალამაზა მოსწავლეების მიერ გაცოცხლებულმა დიდი ხელოვანების პორტრეტებმა, პატარები გამოეწყვენენ ცნობილი ნამუშევრების პერსონაჟების მსგავსად, მოირგეს ულამაზესი კოსტუმები და დაამშვენეს საგამოფენო სივრცე.

სკოლა პოლიგლოტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს, ხელოვნების მასწავლებელ სოფიო ლიჩელს და იდეის ავტორს დირექტორის მოადგილეს – სასწავლო აღმზრდელობითი პროცესების მენეჯერს, ეკატერინე სიორდიას.

ასევე მადლობა კლასის დამრიგებლებს: ნონა წამალაშვილს, მაკა ცენგირაშვილს, მაკა წურწუმიას , გურანდა ხუცკივაძეს, ანა მუმლაძეს, სოფო მუმლაძეს, სოფო შერმაზანაშვილს, თამარ რიჟამაძეს, ირმა ჯავახიშვილს, თამარ ჯანხოთელს და ნინო კიკაძეს აქტიური ჩართულობისათვის, ხოლო მუსიკის მასწავლებელ ანა ზაზაშვილს ულამაზესი მუსიკალური გაფორმებისთვის.