კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

ღონისძიება ,,ჩემი საქართველო”

სკოლა პოლიგლოტში გაიმართა ღონისძიება ,,ჩემი საქართველო”, რომელიც ეძღვნებოდა ფრანკოფონიის დღეებს საქართველოში.

ღონისძიების ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი კლასიკოსების ლექსები ფრანგულ ენაზე, შეასრულეს ფრანგული სიმღერები, ასევე იმღერეს ,,სულიკო” ფრანგულ და ქართულ ენაზე, იცეკვეს ცეკვა ქართული ოპერიდან „დაისი“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: მაკა ნადარეიშვილი – მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი, მენტორი მასწავლებელი, ქეთევან ქურციკიძე – ატაშე ლინგვისტური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის დარგში და ნინო შუბითიძე – ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკარი.

სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს, ჩვენი სკოლის ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს: ირმა ჭანკოტაძეს და გვანცა არაბულს, მოწვეულ სტუმრებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.