კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

,,შემთხვევითი სიტყვების კავშირი”

არაფორმალური განათლების ფარგლებში სკოლა პოლიგლოტი • School Polygloti-ში ჩატარდა პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი შემოქმედებითი უნარების გასააქტიურებლად. მონაწილეები ხალისით ჩაერთვნენ აქტივობაში: “შემთხვევითი სიტყვების კავშირი”. მონაწილეები იღებენ ბარათებს ორი სხვადასხვა შემთხვევითი სიტყვით და ცდილობენ მათ შორის საერთოს პოვნას. შემთხვევით სიტყვებს შორის საერთოს აღმოჩენა – საინტერესო ძიებების წყარო აღმოჩნდა და მოსწავლეებმა დაუსაზღვრავი ფანტაზია გამოავლინეს. მოსწავლეებს არც მასწავლებლები ჩამორჩნენ. ამ საერთო შემოქმედებით ზეიმს დირექტორი, ქალბატონი მზია დაუშვილიც შეუერთდა და ჩვეული ემოციით დააკავშირა დაუკავშირებელი ცნებები ერთმანეთს.

შეხვედრის მეორე ნაწილის სტუმარი იყო მუსიკოსი დავით ბახტაძე. შემოქმედებითი ენერგია ვალტორნის ხმებმა კიდევ უფრო გააძლიერა და მონაწილეები წარმოსახვით სამყაროებში ამოგზაურა.

ცოდნა ზეიმია, როცა მასში შემოქმედებითად მოგზაურობ!