კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

481672046_659163189964614_1357673203803837767_n
att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1

შემოდგომის ზეიმი “პოლიგლოტში”

სკოლა ,,პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრაზე დაიწყო შემოდგომის გაცილება. დღეს ულამაზესი საღამო მოგვიწყვეს I-გ კლასის მოსწავლეებმა. პატარებმა იმღერეს, იცეკვეს, გამომეტყველებით წაიკითხეს ლექსები და დადგეს პატარა მხიარული სკეჩები შემოდგომის თემატიკაზე . ღონისძიების ორგანიზატორი იყო ირინა ფუტკარაძე, დეკორაციების ავტორი სკოლის გამოყენებითი ხელოვნებისა და ხატვის მასწავლებელი სოფიო ლიჩელი , ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჯეირანაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები და მშობლები.