კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

შემოქმედებითი რეფლექსიის ემოციური ასპექტები

12 ნოემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-11 კლასის მოსწავლემ, ბარბარე მჭედლიშვილმა, მონაწილეობა მიიღო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. კონფერენცია დისტანციურად, ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა. ბარბარემ გააკეთა საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე: ,,შემოქმედებითი რეფლექსიის ემოციური ასპექტები“, მან ისაუბრა ემოციებზე, რომლებიც თან სდევს შემოქმედებით წვას, გააცნო კონფერენციის წევრებს თავისი შემოქმედებიდან ამონარიდები. გამოსვლამ სამეცნიერო კოლეგიის მოწონება დაიმსახურა. თემის ხელმძღვანელი იყო სკოლა ,,პოლიგლოტის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეონა დიასამიძე.

დიდი მადლობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციების კოლეგიას და ორგანიზატორებს, ასეთ შესანიშნავ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის.