სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა, ბ) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში, სადაც ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში დაესწრნენ შემოქმედებით საღამოს -,,ვიკითხოთ წიგნი”.
ღონისძიებას უძღვებოდა ფრანგული ინსტიტუტის მიერ საქართველოში მოწვეული ფრანგი მწერალი, რომელმაც ბავშვებს წაუკითხა ძალიან საინტერესო ტექსტი საფრთხის წინაშე მყოფი ზღვის ცხოველების შესახებ. ტექსტის წაკითხვის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. ჩვენი მოსწავლეები გამოირჩეოდნენ აქტიურობით და წარმოადგინეს საკუთარი ხედვა ცხოველების გადარჩენისა თუ შენარჩუნების გზებზე.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს საინტერესო აქტივობის განხორციელებისათვის და ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ირმა ჭანკოტაძეს ჩართულობისათვის.