კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

შეხვედრა თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი და მომავლის პროფესიები“

სკოლა პოლიგლოტში პროფესორ ცირა ბარბაქაძის მორიგი შეხვედრა გაიმართა მოსწავლეებთან, პროექტის „ხელოვნური ინტელექტი, ციფრული უნარები და მომავლის პროფესიები“ – ფარგლებში. შეხვედრის თემა იყო: „ხელოვნური ინტელექტი და მომავლის პროფესიები“.

მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია იმაზე თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტრადიციულ პროფესიებს, როგორ ხდება ზოგიერთი პროფესიის გაქრობა ან ტრანსფორმაცია, და როგორ ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში განსაკუთრებით აქტუალურია.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი ციფრული პროფესიების მიმოხილვას და პროფესიის არჩევის იაპონური „იკიგაის“ მეთოდს. ეს მეთოდი მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს, იპოვონ თავიანთი ცხოვრებისეული დანიშნულება და პროფესიული გზის შერჩევისას უპასუხონ ოთხ მთავარ კითხვას:

1.         რა გიყვარს, ანუ რა საქმიანობას აკეთებ სიამოვნებით?

2.         რა გამოგდის კარგად, რისი ნიჭი გაქვს?

3.         შეგიძლია თუ არა ამ საქმიანობით შემოსავლის მიღება?

4.         რა სჭირდება სამყაროს?

შეხვედრა ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, რაც დაეხმარება მოსწავლეებს საკუთარი ინტერესებისა თუ უნარების უკეთ გაცნობიერებაში და მომავლის პროფესიების გაცნობიერებულად არჩევაში.