კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

“ჩემი საყვარელი მეგობრები”

სკოლა “პოლიგლოტის” მე-6 “ა” და მე-6 “ბ” კლასში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე: “ჩვენი საყვარელი მეგობრები“. მოსწავლეებმა თავად შეარჩიეს გაკვეთილის თემატიკა, დაიწყეს მოძიება სახლში არსებული მცენარეების,ცხოველების შესახებ. შეისწავლეს მათი ჯიშები,მათი მოვლის პირობები. აღმოჩნდა რომ, მოსწავლეთა ერთ ნაწილს მრავლად აქვთ მარადმწვანე მცენარეები,ზოგიერთმა მათგანმა არც იცოდა რა სახეობის მცენარე ჰქონდა სახლში,მასწავლებლის მითითებითა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დახმარებით მოვიძიეთ მათი ჯიშებისა და სახეობების შესახებ,მათი მოვლის თავისებურებების შესახებ ინფორაციები,მოსწავლეებმა შექმნეს პრეზენტაციები და გაკვეთილზე თავიანთ საყვარელ მცენარეებთან ერთად წარმოადგინეს . აღნიშნულ გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჯიშის ძაღლები,თუთუყუშები,თევზები და წყლის კუ.მოსწავლეებმა საყვარელი ცხოველების შესახებ წარმოადგინეს პრეზენტაციები,მათი ჯიშების თავისებურებებზე,მათ საყვარელ საჭმელებსა და თამაშებზე.გაკვეთილი წარიმართა საინტერესოდ ცხოველებთან და მცენარეებთან ერთად.ზოგიერთმა მათგანმა წარმოადგინა მოკლე ვიდეო იმ ცხოველების შესახებ რომელთა მოყვანა სკოლის ტერიტორიაზე ვერ მოხერხდა. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები დაიყო 2 ჯგუფად და შექმნეს წესები:“ 10 ოქროს წესი როგორ მოვუაროთ მცენარეებს“ და „10 ოქროს წესი როგორ მოვუაროთ ცხოველებს“. მასწავლებელმა მ.აფხაზავამ მოსწავლეებს წარუდგინა პოვერ პოინტის ფორმატით გაკათებული პრეზენტაცია,სადაც ნათლად ჩანდა, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მეგობრებზე,მცენარეებსა და ცხოველებზე,რათა ისინი იყვნენ ჯანმრთელნი და ბედნიერნი.ადამიანებს არ შეუძლიათ ცოცხალი სამყაროს გარეშე,ამიტომ როგორც ისინი ზრუნავენ ადამიანებზე,ასევე უნდა იზრუნოს ადამიანმა ცოცხალ სამყაროზე.მოსწავლეებს მიეცათ დავალება იზრუნონ მიუსაფარ ძაღლებსა და კატებზე, იზრუნონ გვალვასა და ყინვაში დარჩენილ მცენარეებზე.