კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

680373198_985180644029532_1765550122529724930_n
681930993_982873544260242_148765173135892683_n
683780888_984433044104292_1596656064780730949_n
679761470_982867084260888_6827313468252521335_n
677859156_982868850927378_2691700807006427678_n
678751005_982870610927202_2851624466826078398_n

წარმატებული პოლიგლოტელები !

წარმატებული პოლიგლოტელები!!!

23 – 26  ოქტომბერს, მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნების (მეშვიდე) საერთაშორისო კონკურსი/ფესტივალი – „ოქროს მუზა 2021„  გაიმართება.   პროექტის მიზანს წარმოადგენს :   ხელოვანების, მოზარდების  გაერთიანება, მათი შემოქმედების წარმოჩენა, ქართული სიმღერის, კლასიკური მუსიკის  პოპულარიზაცია, ინტეგრირება ევროპულ სივრცეში.    პროექტი დაფუძნდა მერაბ ბერძენიშვილის სიცოცხლეში, მისი თაოსნობითა და რეკომენდაციებით.  

პროექტის მხარდამჭერია: ქ. თბილისის მერია, საქართველოს კულტურის ფონდი, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა„, მალტის ქართული კულტურის ცენტრი: GCC – MALTA, კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის ევროპული ფონდი,   იტალიაში – რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო აკადემია. ორგანიზატორი-VIPR/ვიპიარ ჯგუფი.  

მნიშვნელოვანია, რომ წელს, კონკურსის „ოქროს მუზა 2021„  ფორმატი მოიცავს სამ მიმართულებას:  ვოკალი ( საესტრადო); კლასიკური მიმართულება და ფერწერა. 

„ოქროს მუზაზე„, წარდგენილი იქნება: სკოლა „პოლიგლოტის„ მოსწავლეების ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები.  მოეწყობა გამოფენა(პედაგოგი:  სოფია ლიჩელი).

სკოლა „პოლიგლოტი„ მუდამ ზრუნავს მისი წარმატებული კურსდამთავრებულების პროფესიულ განვითარებაზე.  სკოლის მხარდაჭერითა და თანადგომით, კონკურსში (კლასიკური მიმართულებით), მონაწილეობას მიიღებს  მრავალიფესტივალისა და კონკურსის გამარჯვებული: ნიკოლოზ გახოკიძე.  მნიშვენლოვანია, რომ კლასიკური მიმართულებით, „ოქროს მუზას„მხარდამჭერია:  იტალიაში არსებული რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო აკადემია, რომელიც უზრუნველყოფს გამარჯვებულების კონცერტებისა და  მასტერკლასების ორგანიზებას  იტალიის რესპუბლიკაში. 

          ისწავლე სკოლა პოლიგლოტში და შეიქმენი შენი ცხოვრების ბედნიერი მომავალი!