კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რაც შესაძლებლობას აძლევს ყველას გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

სკოლა პოლიგლოტის მე-3(ა) კლასის მოსწავლეებიც, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მაკა წურწუმიასთან ერთად, ტრადიციულად წელსაც შეუერთდნენ საერთაშორისო ინიციატივას.

კლასში გაიმართა დისკუსია წაკითხული ლიტერატურის ირგვლივ, შექმნეს და მხატვრულად წარმოადგინეს ნახატებით პერსონაჟები, ისაუბრეს მათ დადებით და უარყოფით თვისებებზე.

მათ წაიკითხეს შემდეგი ნაწარმოებები:

📕ვაჟა -ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი’’

📘რევაზ ინანიშვილის საბავშვო მოთხრობები.

📙ჯანი როდარის ,,ჩიპოლინოს თავგადასავალი’’

📗საბავშვო ილუსტრირებული მსოფლიო კლასიკიდან ,,რობიზონ კრუზო’’

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქალბატონ მაკა წურწუმიას ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის ორგანიზებისათვის.