სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან თამარ რიჟამაძესთან ერთად ესტუმრნენ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს.
მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმი, გაიგეს დეტალური ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ეს ყველაფერი მათ დაეხმარა კიდევ უფრო ახლოს გაიცნოთ „დედაენის“ ავტორის მდიდარი მემკვიდრეობა.
ეს დღე სავსე იყო ახალი ცოდნით, საინტერესო აღმოჩენებითა და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის.



