სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ რიჟამაძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება „დედაენა – ცოდნის წყარო“.
ლექსებით და სიმღერებითა მოსწავლეებმა გაგვიზიარეს ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეიძინეს. მათ ასევე შეასრულეს სხვადასხვა საცეკვაო ნომრები. ეს დღე იყო პირველი სასწავლო წლის მნიშვნელოვანი და ემოციური შეჯამება, რამაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბავშვების ცოდნა და ნიჭიერება.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელ თამარ რიჟამაძეს და ყველა იმ მასწავლებელს, რომლებიც მთელი წლის მანძილზე მუშაობდნენ პატარებთან.





