კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

1-ელი (გ) კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო კიკაძესთან ერთად სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით იმყოფებოდნენ სოფელ ვარიანში – იაკობ გოგებაშვილი სახლ-მუზეუმში.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი, გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მოისმინეს საინტერესო ისტორიები მისი ბავშვობის, შემოქმედებისა და „დედაენის“ შექმნის შესახებ. ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ნივთები, ის ადგილი, სადაც ქართველი ბავშვების საყვარელი ავტორი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო კიკაძეს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის.